მომიტაცეს და ისეთი საოცრებები ჩავიდინე, მომაბრუნეს - ეკა ნიჟარაძე

ეკა ნიჟარაძე

მსახიობი ეკა ნიჟარაძე თინეიჯერობის პერიოდში გადახდენილ ისტორიას იხსენებს.

„სახალისო არ ვიცი რამდენად იყო, საერთოდაც არა, პრინციპში, არც პაემანი იყო, მაგრამ ერთი ისტორია მახსენდება: მე და ჩემი მეგობარი ოპერაში ვიყავით. გამოვედით და გარეთ ჩემი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი დამხვდა. ისე მოხდა, რომ მომიტაცეს. საშინლად გავბრაზდი. მაშინ 17 წლის ვიყავი. იმ ბიჭს გამოცდილი თანმხლები პირი ჰყავდა, რომლის ნუსხაშიც არაერთი მოტაცებული გოგო ყოფილა (იცინის). ჩემი მეგობარი ოპერის ბაღში დატოვეს, მე მომიტაცეს. ისე გავმწარდი და მანქანაში ისეთი საოცრებები ჩავიდინე, რომ სადღაც ნატახტრიდან მომაბრუნეს, იძულებულები გახდნენ. გაწიწმატებულზე მეტი ჰქვია ჩემს იმდროინდელ მდგომარეობას (იცინის). გზაში მანქანიდან გადმოვუხტი, ფეხით მოვდიოდი და ბოლოს მოატრიალეს, კარგი, კარგი, დაგაბრუნებთო. დამაბრუნეს ოპერასთან, სადაც ჩემი მეგობარი ისევ მელოდა. ეს ზუსტად ის მეგობარია, რომელიც ახლახან დავკარგე“, - ამბობს ეკა ნიჟარაძე ჟურნალ „თბილისელებთან“.