რუსთაველის ეროვნული თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

რუსთაველის თეატრი

რუსთაველის ეროვნული თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„გარდაიცვალა ლილი ფოფხაძე - რუსთაველის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე 1972–2011 წლებში.

ქალბატონმა ლილიმ თავისი მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა რუსთაველის თეატრის ისტორიაში. იგი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა თეატრს.

რუსთაველის ეროვნული თეატრი თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ლილი ფოფხაძის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.