„მისურვებენ ოჯახის წევრების სიკვდილს... ​ამ ადამიანებს მინდა მივმართო..." - ​გიორგი ნაზღაიძე

giorgi nazgaidze

სულ უფრო ცოტა დრო რჩება „პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებულის გამოვლენამდე.

რამდენიმე საათში, ,,რუსთავი 2-ის" მაყურებელი გრანდიოზულ შოუს იხილავს. მანამდე კი, დაძაბულობა პიკს აღწევს.

გუშინ, „პრაიმ ჰაუსში“ გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართა. დღეს დილით კი, სახლი ანი ყიფშიძემ და გიორგი ნაზღაიძემ საბოლოოდ დატოვეს.

„პრაიმტაიმთან“ საუბარში გიორგი ნაზღაიძე ამბობს, რომ მისი მოწინააღმდეგის გულშემატკივრები ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ.

„გუშინ „პრაიმ ჰაუსში“ გამოსამშვიდობებელი „ფართი“ გაიმართა. კარგად გავერთეთ. გვიან ღამით ჩავალაგეთ ბარგი და დღეს დილით გამოვიკეტეთ „პრაიმ ჰაუსის" კარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ სახლში აღარ დავბრუნდებით...

გულდასაწყვეტია, რომ ჩემს წინააღმდეგ აგორებული შავი პიარკამპანია, დღეს გაათმაგებული ძალებით ამოქმედდა. გამარჯვებულის გამოვლენამდე ბოლო საათები რჩება და შესაბამისად, მოწინააღმდეგის გულშემატკივრები ყველანაირად ცდილობენ ზიანი მომაყენონ, ტალახი მესროლონ. აღარც მალავენ, რომ ამ ყველაფრის უკან ანის გულშემატკივრები დგანან. ამ ბინძურ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულები პროექტის ყოფილი მონაწილეები. ჩემზე ათას საშინელებებს აზიარებენ და ბედნიერები არიან... 

იწერებიან საშინელებებს, „მისურვებენ“ ოჯახის წევრების სიკვდილს... რომ დედაჩემი უნდა მოკვდეს და ა.შ. ამ ადამიანებს მინდა მივმართო, სიძულვილის ენით ვერაფერს მიაღწევთ, ამით თქვენს თავებს უფრო ავნებთ. ადამიანი თუ არ გიყვართ ან არ მოგწონთ, ნუ დაწერთ მასზე ნურაფერს. მეტი პოზიტივი და სიყვარული გაეცით, ის აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ.

მე მჯერა ჩემი გულშემატკივრის, თითოეული იმ ადამიანის, რომელიც გვერდში მიდგას. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, იმ ერთი ზარისთვის და გამამხნევებელი ესემესებისთვის, რომლითაც ყოველთვის მანებივრებთ. მჯერა, გამარჯვებით დავასრულებ ამ პროექტში ჩემს მოღვაწეობას და მე და ჩემი გულშემატკივრები ერთად ვიზეიმებთ. მადლობა და ბოდიში, ჩემს გამო, რომ ამდენი შეურაცხყოფის ატანა მოგიწიათ სამი თვის განმავლობაში", - ამბობს გიორგი ნაზღაიძე „პრაიმტაიმთან“.