„მიშა კეთილი დათვია. ვიზუალურად რომ ჩანს, არ არის ისეთი, ქვას და დედამიწას არ აზანზარებს...“ - სოფო ბედია

sofo bedia

მომღერალი სოფო ბედია გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმარი იყო, სადაც ოჯახსა და კარიერაზე ისაუბრა.

გადაცემაში სტუმრობა მომღერალმა, წამყვანებთან ერთად მეგრული სიმღერით დაიწყო.  ამის შემდეგ კი პირადი ცხოვრების დეტალებზე ისაუბრა, რომელიც საზოგადოებას მუდმივად აინტერესებს:

„ეგეთი მამა იშვიათად მინახავს. მიშა ძალიან მაგარი მამა, საუკეთესო მეუღლეა. ჩემს პროფესიას გაგება სჭირდება. დღეს დილას, როცა ჩემი რიტუალები მქონდა ჩასატარებელი, არც მკითხა, ისე მიხედა ჩვენს შვილს. ქალმა რაც უნდა ეცადოს, თუ ქმარი არ ჰყავს ისეთი, რომ ხელი შეუწყოს, იდილია არ გამოვა. ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს მეუღლეს, როგორც კაცს. ყველაფერს ერთმანეთს ვუთანხმებთ. ვიზუალურად რომ ჩანს, არ არის ისეთი, ქვას და დედამიწას არ აზანზარებს. მიშას აქვს საოცარი იუმორი, ძალიან მაგარი, კეთილშობილი ადამიანია, კეთილი დათვია. როცა შეხედავ, ორმეტრიანი, ეს სახლში იქნება, რომ მუშტს დაარტყამსო, ასე არ არის“.