„მინდა აქ დავრჩე და ჩემი საუკეთესო წლები, გამოვიყენო...“ - რას ჰყვება ნუცა ბუზალაძე რჩეულზე

ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე ამერიკაში გავლენიან აგენტსა და პროდიუსერ დარენ პრინცზე დანიშვნის ისტორიას კიდევ ერთხელ იხსენებს. მომღერალმა საქმროს გაცნობისა და ურთიერთობის დეტალებზე გადაცემაში „ჩვენი შოუ“ ისაუბრა.

ნუცას თქმით, ყველაფერი ბედისწერით დაიწყო — American Idol-ში მონაწილეობის დროს მას თავად დაუკავშირდა ცნობილი ამერიკელი აგენტი. თავიდან ურთიერთობა მხოლოდ პროფესიული იყო, თუმცა დროის გასვლასთან ერთად მეგობრობამ სიყვარული მოიტანა.

მომღერალი ამბობს, რომ ამერიკაში გადასვლის შემდეგ ყოველდღიურმა სიახლოვემ მათი ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმავა და დარენმა მას ხელი რამდენიმე თვეში სთხოვა.