ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
ცნობილი ტელეწამყვანი თათია შარანგია წლების მანძილზე საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბრობდა. მის ცხოვრებაში სამი ქორწინება იყო - ლაშა შევარდნაძეზე, სანდრო შელიასა და ჯარჯი თორაძეზე.
როგორც თათია ცოტა ხნის წინ წერდა, ამჟამად მისი პირადი ცხოვრება მისი სამი შვილია და საკუთარ თავზე უზომოდ არის შეყვარებული. ამჯერად ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ულამაზესი ხარ“, „სინაზე გოგო“, „შეუდარებელი“, „უმშვენიერესი“, „მიხარია, შენი ბედნიერი სახის დანახვა“, „მგონი სიახლეებია, ანათებ“, - წერენ კომენტარებში.