მეუღლესთან დაშორების შემდეგ, თამო ვაშალომიძე მიმართვას ავრცელებს

თამო ვაშალომიძე

ფოტომოდელი და კოსმეტიკური ბრენდ TAMOSKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე მიმართვას ავრცელებს და ქალებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი მესიჯებისთვის, გვერდით დგომისთვის... თქვენგან ჩემდამი წამოსული უდიდესი ძალაა, ქალბატონებო.... ზუსტად თქვენ ხართ ის მოტივაცია და ის ძალა, რომ ბევრი რაღაც გავაკეთო და გავაგრძელო ჩემი თავის და ჩემი კომპანიის განვითარება. რაც მთავარია, ჩემი შვილების აღზრდა შვიდად, ბედნიერად, ჯანმრთელად და ა.შ.“ - ამბობს ვაშალომიძე.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ფოტომოდელი ქმარს გაშორდა, რის გამოც, საკმაოდ რთული პერიოდი გადაიტანა.