Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1730404773
გუშინ მარიამ ცქიფურიშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ რა გზა გაიარა ჭეშმარიტი სიყვარულის ძიებაში და რომ 34 წლის მანძილზე უამრავი სექსუალური პარტნიორი ჰყოლია, მათ შორის, უღირსები... მსახიობის პოსტი "პრაიმტაიმმა" მისი ნებართვით გააზიარა.
აი, რა მოჰყვა მარიამის ხმაურიანი და თამამი პოსტის "პრაიმტაიმზე" გაზიარებას.
მარიამ ცქიფურიშვილი: ჩემი პოსტი გამოაქვეყნა ერთ-ერთმა საიტმა (რისი ნებაც თავად დავრთე),
რადგან ადამიანებისთვის ვწერ და იმ მენტალიტეტის წინააღმდეგ, რაც ჩვენთან არის გამეფებული. და თუ რაღაცას წერ, არც იმის უნდა შეგეშინდეს რომ ამის გაზიარების სურვილი სხვებში გაჩნდება და აზრებიც არაერთგვაროვანი იქნება.
“ვინც გაიღებს თავის სიცოცხლეს და სამშვინველს სხვებისთვის ის მოიპოვებს მას” :))
და მეც
“ხელმეწიფება თავად დავთმო ჩემი სიცოცხლე და ხელმეწიფება მისი ახლიდან მოპოვება”.
გულში კი გავიფიქრე, ახლა ალბათ მომდგება ნახევარი საქართველო ლანძღვა გინებითთქო და არ შეგეშინდეს მარიამ, მედგრად იდექი არ გაბრაზდე და მზე ნუ ჩავა სიბრაზისგან შენს გულშითქო, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.
ძირითადად ვინც მწერს, მხოლოდ კეთილგანწყობას და თავის პირად ისტორიებს, ამბებს მიზიარებენ, რისთვისაც მადლიერი ვარ მათი, მათი ნდობის, მათი გულწრფელობის მადლიერი ვარ.
მაგრამ ყველაზე მოულოდნელი ჩემთვის ის არის რომ მღვდლები მწერენ ჩატში. :)))
შეხვედრას მთხოვენ დახმარების მიზნით.
უცებ ისეთი სასაცილო ფორმა მიიღო ამ ყველაფერმა, პირდაპირი სახარების სიუჟეტები გაცოცხლა ცხოვრებაში. :))
“მწიგნობრები და ფარისევლები” რომ სასამართლოს უწყობენ ქრისტეს. :))
ხოდა, ახლა ვზივარ ლეპტოპთან, თან ყავას ვწრუპავ თან წინ სახარება მიდევს და ყველა მღვდელს პირდაპირ სახარებიდან ამონარიდი წინადადებებით ვპასუხობ.
ისეთი სახალისო და სასიამოვნოა “ფარისევლობაში” შემჩნეულ მღვდლებს პირდაპირ სახარებითვე რომ ჭედავ და "ამარცხებ."
“ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მართალი სთქვა თქვენთვის, თვალთმაქცთათვის, ფარისეველთა და მწიგნიბართათვის, წინასწარმეტყველმა ესაიამ:
ეს ხალხი ბაგეებით მადიდებს მხოლოდ,გული კი მათი შორსაა ჩემგან;უშინაარსო ფორმებით სურთ ჩემი მსახურებაძალა გამოაცალეს ღვთაებრივ აღთქმას, რათა საკუთარი წესრიგები დააფუძნონ,დიდ ცოდვის ლოდს იკიდებენ კისერზე.”