ლონდონის დიზაინის მუზეუმში ბარბილენდი გაიხსნა

 ბარბილენდი

ლონდონის დიზაინის მუზეუმში ბარბილენდი გაიხსნა. ახალი გამოფენა მატელის თოჯინის განვითარების ისტორიას ასახავს. ლონდონის დიზაინის მუზეუმმა გამოფენის მოსაწყობად სწორედ მატელთან ითანამშრომლა, რომელიც წელს ბარბის 65-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.

დამთვალიერებელი ადგილზე 250 თოჯინას შეხვდება, რომლითაც ბარბის ევოლუცია სრულად იქნება გადმოცემული და აღწერილი. შეგახსენებთ, რომ თოჯინა "ბარბი" პირველად 1959 წლის 9 მარტს გამოვიდა. უშუალოდ "ბარბის" დიზაინი და იდეა ბიზნესმენ რუთ ჰენდლერს ეკუთვნის.

როგორც ინტერვიუებში ამბობს, შთაგონების მთავარი წყარო გერმანული თოჯინა, სახელწოდებით Bild Lilli იყო, რომელიც ბაზარზე პირველად 1955 წელს გამოჩნდა და 1964 წლამდე იწარმოებოდა. მოდური თოჯინა, "ბარბი", მსოფლიო მასშტაბით პოპულარობას კვლავ ინარჩუნებს. Mattel-მა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული მილიარდზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარბი" კომპანიის უდიდესი და ყველაზე მომგებიანი ხაზია.

1980-იანი წლების ბოლოდან სათამაშო, როგორც ბრენდი, გაფართოვდა. ნელ-ნელა "ბარბი" ანიმაციურ ფილმებსა და სერიალებშიც გამოჩნდა, ისევე, როგორც ვიდეოთამაშებში. ამასთან, ბაზარზე გამოვიდა ბარბის მეგობარი, კენი. ცალკე გასაყიდ პროდუქტებად შეიფუთა ბარბის აქსესუარები, ტანსაცმელი. მოდისა და კულტურის ექსპერტების აზრით, თოჯინამ სტილის, ცხოვრების წესისა და ქალის იდეალიზებული ფიგურის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა.