კილიან მერფიმ შესაძლოა ვოლდემორტის როლი შეასრულოს

კილიან მერფი

ამერიკული ტელეარხი HBO „ჰარი პოტერის“ სამყაროს შესახებ შექმნილ ახალ სერიალში ვოლდემორტის როლზე კილიან მერფის კანდიდატურას განიხილავს. ინფორმაცია ჟურნალისტებს რეიფ ფაინსმა გაუზიარა, რომელიც ამ პერსონაჟს კინოფრანშიზაში ასახიერებდა.

კერძოდ, ფაინსმა აღნიშნა, რომ ვოლდემორტის როლზე კილიან მერფის დამტკიცების შესახებ სმენია. მისი თქმით, მსახიობი ძალიან შეეფერება ამ პერსონაჟს. ფაინსმა ხაზი გაუსვა, რომ მერფის დიდ პროფესიონალად მიიჩნევს, თუმცა იქვე დასძინა, რომ ქასთინგის შესახებ დადასტურებულ ინფორმაციას არ ფლობს.

გამოცემა The Direct-ის ინფორმაციით, ცნობები მერფის არჩევის შესახებ სერიალის წარმოებასთან დაკავშირებული წყაროების მიერ ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ფაინსი შესაძლოა ეყრდნობოდა ყალბ განცხადებას, რომელიც მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

სერიალის გადაღებები უკვე დაწყებულია. HBO-მ პერსონაჟების პირველი კადრები უკვე გამოაქვეყნა. პრემიერა 2027 წელს შედგება.