წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769454524
BTS-ის მეხუთე სტუდიურმა ალბომმა, სახელწოდებით ARIRANG, რეკორდების მოხსნა გამოსვლამდე დაიწყო.
ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა Countdown Charts Global-ში - ჩარტში, რომელიც მსოფლიო მსმენელთა ინტერესს ასახავს და წინასწარი დამატებების საფუძველზე ფორმირდება. აღინიშნება, რომ BTS ამ შედეგებს ისეთი პოპულარული შემსრულებლების მომავალი რელიზების ფონზე აჩვენებს, როგორებიც არიან ბრუნო მარსი, Gorillaz, Charli XCX და სხვები.
ერთ დღეზე ნაკლებ დროში „ARIRANG“-ის დებიუტი მეხუთე ადგილზე შედგა 564 ათასზე მეტი წინასწარი დამატებით, რაც Spotify-ის Countdown Albums-ის ისტორიაში საუკეთესო პირველი დღე გახდა. ჯგუფმა ასევე დაამყარა რეკორდი აზიელ შემსრულებლებს შორის.
ალბომი 14 ტრეკისგან შედგება, რელიზი კი 20 მარტს არის დაგეგმილი.
ალბომის ანონსის ფონზე, BTS-მა ასევე დაადასტურა მასშტაბური მსოფლიო ტურნე. გასტროლები სტარტს 9 აპრილს სეულში აიღებს და მოიცავს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას, აზიასა და ევროპას. სულ დაგეგმილია 79 კონცერტი.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს BTS-მა მუსიკალური მოღვაწეობა სამხედრო სამსახურის გავლის გამო შეაჩერა. 2025 წლის ივნისში ჯგუფის ყველა წევრი ჯარიდან უკვე დაბრუნდა.