„მძიმეა ამაზე საუბარი...“ - გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1769458880
ირაკლი ქადაგიშვილმა ფასებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის მიზნები განმარტა. პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ მუშაობის პროცესში საჯაროებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„პირველ რიგში პარლამენტმა ამ საკითხების განხილვის დროს უნდა აჩვენოს საჯაროობა, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და, როდესაც ამ საკითხის კომპლექსური შესწავლა მიმდინარეობს, თუ საჭირო გახდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, ამ ცვლილებების უზრუნველყოფა. შედეგი უნდა იყოს ორი: ფასების შემცირება და საბოლოო ჯამში, გრძელვადიანად სისტემების ისეთი ოპტიმიზაცია, რომელიც ფასების ზრდას პროგნოზირებადს გახდის და არ დარჩება ველი ფასების თვითნებური, კარტელური ან არაპროგნოზირებადი ზრდისთვის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
სამთავრობო კომისიის პარალელურად, მომავალი კვირიდან მუშაობას იწყებს საპარლამენტო კომისიაც. მიზანი ამ შემთხვევაშიც პროდუქტზე ფასების კლებაა. კომისია შეიმუშავებს სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც ბაზარზე ჯანსაღ ფასწარმოქმნას უზრუნველყოფს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.