დააკავეს დირექტორი, რომელმაც 13 წლის მოსწავლეს პირზე წებოვანი ლენტი გადააკრა (საბერძნეთი)
1769361722
ჩვენი დელეგაციები სხვადასხვა ფორმატში ძალიან კარგად ართმევენ თავს იმას, რომ წარმოაჩინონ საქართველოში არსებული სიტუაცია, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა გაეროში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის წარდგენა შეაფასა.
„ამ შემთხვევაში წარმოდგენილია ერთ-ერთი ძალოვანი უწყება, რომ მაქსიმალურად ბალანსდებოდა აქციების მართვა. როდესაც აქციების რადიკალი წარმომადგენლები პირდაპირ, საჯაროდ ესროდნენ პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს, ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ პოლიციელებს, აზიანებდნენ ნივთებს, მაინც ხდებოდა ბალანსის დაცვა პოლიციელების მხრიდან. ასე რომ, ამ ყველაფერს უნდა ძალიან კარგი წარმოდგენა უცხოეთში, რასაც ახერხებს ჩვენი დელეგაცია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.