აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას და განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისათვის - ერთ-ერთი ბრენდის ზეითუნის ზეთში საშიში დარღვევა გამოვლინდა

ზეთი

მცენარეული ზეთი ყოველდღიური მოხმარების სურსათია და მალფუჭებად და სარისკო პროდუქტების სიაში არ არის, მაგრამ არაჯანსაღ ცხიმებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია.

მცენარეული ცხიმებს ბოლო წლებში სისტემატურად ამოწმებენ. დარღვევები ყველაზე ჯანსაღ ცხიმად აღიარებულ - ზეითუნის ზეთში გამოვლინდა.

სურსათის ეროვნულო სააგენტოს გარდა, მცენარეული ზეთების კვლევა ჩაატარა პლატფორმამ "მომხმარებელი.ჯი". თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეძენილი მცენარეული ზეთის 15 ნიმუში, იტალიაში აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმდა და ქიმიური ნაერთის ნორმის გადაჭარბება ამ შემთხვევაშიც 1 ნიმუშში - "ფინალის" ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთში გამოვლინდა.

კვლევის შედეგად აღმოჩენილი ქიმიური დამაბინძურებლები მნიშვნელოვნად აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, კუჭ-ნაწლავს და განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისათვის.

ქიმიურად დაბინძურებული ზეითუნის ზეთის შესაძლო ზიანის პარალელურად, ექიმები ხარისხიანი ზეითუნის ზეთის სარგებელზე საუბრობენ.

იმისთვის, რომ ზეთისგან  სასარგებლო თვისებები მივიღოთ და ორგანიზმი არ დავაზიანოთ, უნდა დავიცვათ ამ პროდუქტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი წესები.

სახელმწიფო მიმდინარე წელს მცენარეული ზეთების კვლევას უფრო აფართოებს და ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად, 1 ივლისიდან, კონტროლს კანონმდებლობის დონეზე ამკაცრებს. იგეგმება უკვე გამოყენებული ცხიმის კონტროლი საზოგადოებრივ კვების ობიექტებშიც.

სპეციალისტები კი მომხმარებლებს მოუწოდებენ ზეთის უსაფრთხო გამოყენებისთვის გაეცნონ ეტიკეტს და მკაცრად დაიცვან მასზე დატანილი ტემპერატურული რეჟიმის წესები.