1769284719
ინდოეთში სასიკვდილო ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა, რომელიც ღამურებისგან ვრცელდება - The Independent
ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ შტატში, ნიპას ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა და მის შესაკავებლად ხელისუფლება სწრაფ ზომებს იღებს. The Independent-ის ცნობით, ვირუსის ხუთი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, ექიმებსა და ექთნებს შორის.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლოებით 100 ადამიანს თვითიზოლაციაში გადასვლა დაევალა, ინფიცირებული პაციენტები კი დედაქალაქსა და მის შემოგარენში მდებარე საავადმყოფოებში მკურნალობენ, მათ შორის, ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ნიპას ვირუსი სასიკვდილო ვირუსია, რომლისთვისაც ვაქცინა ან წამალი არ არსებობს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მას მაღალი რისკის პათოგენად მიიჩნევს.
ექსპერტების თქმით, ადამიანებში ინფიცირება იშვიათია და, როგორც წესი, ვირუსის გადაცემა ღამურებისგან, ხშირად დაბინძურებული ხილის მეშვეობით ხდება.












