კილიან მერფი პირველი მამაკაცია, რომელიც Versace-ს ამბასადორი გახდა

კილიან მერფი

რამდენიმე კვირის წინ, Versace-მ კილიან მერფი თავის პირველ ელჩად გამოაცხადა. ოსკაროსანი მსახიობი ახლა წარმოადგენს ბრენდის ხაზს. დონატელა ვერსაჩემ აღიარა, რომ მოხარულია, რომ მერფი ბრენდის გუნდს შეუერთდა.

„ის მიმზიდველია და გვხიბლავს თავისი ნამუშევრებით“, - თქვა მოდის სახლის მთავარმა დიზაინერმა.

ვერსაჩემ მსახიობთან ერთად სადებიუტო კამპანია გამოუშვა. მოდის სახლის რეკლამებზე ცნობილი ფოტოგრაფები მერტ ალასი და მარკუს პიგოტი მიიწვიეს. კადრებში კილიან მერფი პოზირებს „ვერსაჩეს“ საბაზისო კოსტიუმებში: კლასიკური შავი პიჯაკი, მაისური, კრემისფერი თრეშ ქურთუკი თეთრ ჯინსთან და პოლო შარვალთან ერთად.