როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 მაისს საქართველოში
1715891720
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორ გერტ იან კოპმანს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა კომპანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელება. კოპმანმა გამოხატა ქართულ მხარესთან შემდგომი თანამშრომლობის მზაობა.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.