„საშინელი ამბავი გვაქვს, გამორჩეული ადამიანი, ვასკა ჩუბინიძე დავკარგეთ“ - Entrepreneur Georgia
1770321115
ალექსანდრა პაიჭაძის განცხადებას, რომ ბიზნესმენ დავით კოდუას დედამ, შვილებთან ერთად, სახლიდან გააგდო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოდელმა მიმართვაც გაავრცელა გულშემატკივრებისთვის.
„არავის არაფერს ვუმტკიცებ. უთქმელად მეკუთვნის ყველაფერი ჩემი მამაკაცისგან... თავად იცის, რომ მიყვარდა მართლა და ვერ მოერგო ჰარმონიას, ეგაა მთავარი. ყველაზე კარგი და ერთგული მეგობარი დაკარგა, ვფიქრობ, ამას განიცდის ყველაზე მეტად და მესმის. არ ჰყავს გვერდით ნამდვილი მეგობრები... სულ გამომძალველები, აფერისტები და მოსარგებლეები. მე ეგეთი მათ შორის, ყველაზე ნაკლებად ვიყავი, ხედავდა და ვრჩები... ჩემი დაკვირვებით, სწორ ხალხს ვერ ეგუება ადამიანი... როცა თავად აქვს შიგნით ცბიერება. ჩემი სიკეთე და ფუნქცია მივიყვანე ბოლომდე... სუფთა ვარ ძალიან,“ - წერდა პაიჭაძე.
გადაცემა „სარკასტიკიდან“, მოდელ ალექსანდრა პაიჭაძეს გიორგი ნაზღაიძე დაუკავშირდა, რომელმაც პირად ცხოვრებასა და ყოფილ მეუღლეზე კითხვები დაუსვა.
მცირე ამონარიდი ინტერვიუდან
- შენზე ვნახეთ ვიდეო, სადაც იძახი, რომ შენს გვერდით კაცი ნავარჯიშები უნდა იყოსო. შენი ბოლო მეუღლე (დავით კოდუა) რომელ დარბაზში დადიოდა?
- ყოველდღე დადის უკვე წელიწადნახევარია, შეგიძლიათ გადაამოწმოთ.
- ტანზე რომ არ ეტყობა?
- გახდილი ნანახი გყავს?
- მე რატომ უნდა მყავდეს ნანახი?
რატომ არ ეტყობა? მე მყავს ნანახი გახდილი და პროგრესშია. მუცელი არ აქვს, დელტები აქვს, პრესი აქვს და, მთავარია, ის აქვს მეტი რა გინდათ?
- მე მგონი ისე დაახასიათა დაბრუნებას აპირებს...
- არ ვაპირებ მასთან დაბრუნებას, თუმცა მიხარია, რომ ვარჯიშობს და კარგადაა. გავაახალგაზრდავე, ისეთ ვიდზეა, მე წავედი მისგან