„ხაზიდან მატარებლის მოხსნა გახდა საჭირო...“ - რა ვითარებაა ამ დროისთვის „სადგურის მოედანზე“
1782997835
ინგლისელმა კაცმა ყოფილ შეყვარებულს უჩივლა, რადგან ქალი დღეში 150-მდე შეტყობინებას უგზავნიდა და შერიგებას სთხოვდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 28 წლის რაიან ჰარლის ქალი რეგულარულად ურეკავდა და დედამისის სახლში საჩუქრებსაც უგზავნიდა.
არაერთი თხოვნის მიუხედავად, ქალმა რაიანის შეწუხება არ შეწყვიტა, ამიტომ კაცმა სასამართლოს მიმართა. 28 წლის მიშელ ფელტონს 6 თვიანი პატიმრობა ემუქრება.