1753735351
კაცმა ცოლი ბენზინგასამართ სადგურზე დატოვა და ამის შესახებ მხოლოდ 300 კილომეტრის გავლის შემდეგ მიხვდა

საფრანგეთში 62 წლის მამაკაცმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ ცოლი გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე დაავიწყდა და არ ახსოვდა, რომელზე.
5 ივლისს მამაკაცი ცოლთან და ქალიშვილთან ერთად ოჯახის მანქანით მაროკოში გაემგზავრა დასასვენებლად. გზად ისინი რამდენჯერმე გაჩერდნენ ბენზინგასამართ სადგურებზე, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი შესვენების დროს უცნაური რამ მოხდა. დაახლოებით დილის 4:30 საათზე, მამაკაცმა, რომლის სახელიც მედიამ არ გაამხილა, ბენზინგასამართი სადგური დატოვა ისე, ცოლი სადგურზე დატოვა. მან შეცდომა მხოლოდ დაახლოებით 300 კმ-ის შემდეგ გააცნობიერა და დახმარებისთვის სასწრაფო დახმარების სამსახურს დარეკა. მამკაცს უჭირდა იმის გახსენება, თუ რომელ სადგურზე დატოვა ცოლი და ამისთვის დახმარებას ითხოვდა.
საინტერესოა, რომ წყვილის 22 წლის ქალიშვილი მთელი ამ ხნის განმავლობაში მანქანაში იმყოფებოდა, თუმცა მას პოლიციისთვის დიდი დახმარების გაწევა არ შეეძლო, რადგან ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, სად დაავიწყდა მამამისი დედამისი. ავტომაგისტრალის გასწვრივ რამდენიმე დასასვენებელი ადგილის შემოწმების მიუხედავად, პოლიციამ დაკარგული ქალი ვერ იპოვა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა, რადგან ეჭვი გაუჩნდათ, რომ 62 წლის მამაკაცს ქალი განზრახ დაავიწყდა.
საბედნიეროდ, ამ უცნაურ ისტორიას ბედნიერი დასასრული აქვს! პოლიციამ დაკარგული ქალის პოვნა მობილური ოპერატორის დახმარებით, მისი ტელეფონის თვალყურის დევნებით შეძლო. ქალი დილის 4:30 საათიდან ადგილიდან არ განძრეულა და ოჯახის დაბრუნებას ელოდა.
ხანმოკლე გამოძიების შემდეგ, პოლიციამ დაასკვნა, რომ მამაკაცს ნამდვილად დაავიწყდა ცოლი, ამიტომ ოჯახის გაერთიანების შემდეგ, მათ მაროკოში მოგზაურობის გაგრძელების უფლება მისცეს.