1753722492
თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსსა და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დაკავებულ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსსა და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.
საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.