გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სიცხე

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეებში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

„29-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე.

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.