ჩაყარეთ ერთი მწიკვი წყალში და კვერცხს ნაჭუჭი თავისით მოძვრება - რჩევები
1771567045
ინდოეთში, უტარ-პრადეშის ქალაქ ლაკნაუში კაცმა განქორწინება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ცოლმა საღეჭ რეზინზე უარი თქვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
ქალმა იურისთან კონსულტაცია მას შემდეგ გაიარა, რაც ქმარმა მას საღეჭი რეზინი შესთავაზა. უარის თქმამ კაცი წყობიდან გამოიყვანა, მან 3-ჯერ წამოიძახა სიტყვა „ტალაკი“, რაც განქორწინებას ნიშნავს და ისლამური კანონების თანახმად იმას ნიშნავს, რომ ის ცოლს გაშორდა, რომელზეც 2004 წელს იქორწინა.
სამმაგი ტალაკი მუსლიმებში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ქმარს უფლება აქვს, რომ სიტყვა ტალაკის (განქორწინების) სამჯერ წარმოთქმის შემთხვევაში ცოლს მომენტალურად გაშორდეს