ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებებზე ტერიტორიულ საკითხებში პოზიტივის არარსებობა დაადასტურა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჟენევაში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებზე ტერიტორიულ საკითხზე პოზიტიური შედეგი არ მიღწეულა.

„ის, რომ ტერიტორიულ საკითხებში პოზიტივს ჯერჯერობით ვერავინ ხედავს, ასევე ფაქტია. და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანამდე, იაპონურ Kyodo News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის მხრიდან კომპრომისს უკვე წარმოადგენს ის ფაქტი, რომ „ჩვენ აგრესორს კომპრომისებზე ვესაუბრებით“, ხოლო ოკუპანტისთვის ახალი ტერიტორიების დათმობას კიევი არ აპირებს.