დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
1754296105
კალიფორნიის შტატში მცხოვრები მაურო რესტრეპო ექსტრასენსს უჩივის. როგორც მამაკაცი აცხადებს, მას მოტყუებით დაჰპირდნენ იმ ჯადოს მოხსნას, რომელიც ყოფილმა შეყვარებულმა მის ქორწინებაზე ჯადოქარს დაადებინა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ვინმე სოფია ადამსი მაუროს დაჰპირდა, რომ მის ქორწინებას გადაარჩენდა და ჯადოს მოხსნიდა. სამაგიეროდ კი რესტრეპოს მისთვის 5 100 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა.
მამაკაცის თქმით, ნათელმხილველი მას ეუბნებოდა, რომ თუ ჯადოს არ მოიხსნიდა, მისი„ოჯახი საფრთხეში ჩავარდებოდა”.
სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში ვკითხულობთ: ექსტრასენსთან სტუმრობისას მაურო რესტრეპოს ტაროს კარტით უმკითხავეს და უთხრეს, რომ “ყოფილმა შეყვარებულმა დაქირავებული ჯადოქრის მეშვეობით მას ჯადო დაადო” და თუ ამ წყევლას როგორმე არ მოიხსნიდა, მაშინ მის ქორწინებას და შვილებს საფრთხე დაემუქრებოდა“.
როგორც ფინანსური, ისე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, მამაკაცი $25 000-ს ითხოვს.
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603