ჰიუ გრანტს უიმბლდონზე, დაძაბული მატჩის დროს ჩაეძინა - ფოტოები

ჰიუ გრანტი

ბრიტანელი მსახიობი ჰიუ გრანტი უიმბლდონის ერთ-ერთ მატჩს დაესწრო, სადაც სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა იტალიელი ფლავიო კობოლი დაამარცხა. გრანტი თამაშს სამეფო ლოჟიდან აკვირდებოდა, სადაც სხვა ცნობილი სტუმრებიც იმყოფებოდნენ.

მიუხედავად დაძაბული თამაშისა, მსახიობს პირდაპირ თამაშის დროს ჩაეძინა. კადრებში ჩანს, რომ ეს მომენტი დედოფალ კამილასთან მოკლე შეხვედრისა და საუბრის შემდეგ მოხდა. ვიდეო მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელში და მას თან მოჰყვა იუმორისტული წარწერები:

„ჰიუ გრანტისთვის ეს ყველაფერი ცოტა ზედმეტია“

„ჰიუ გრანტი ჩოგბურთის თამაშზე სძინავს“, – წერდა ერთ-ერთი მომხმარებელი.