ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1752263534
ყველაზე პირველმა საქართველომ გამოიტანა სააშკარაოზე და ჩვენ დავარქვით ყველა ევრობიუროკრატს თავისი სახელი და ვამხილეთ იმაში, რაც ნამდვილად აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წვერი, ზვიად შალამბერიძე პოლიტიკური ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ.
„სამწუხარო რეალობაა, რომ სამოქალაქო სექტორი, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოიაზრებოდნენ, რომ მათი ძირითადი საქმიანობა იყო ადამიანების დახმარებისთვის მიმართული, ესეც დაიმსხვრა და ყველა ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი საქმიანობა იყო, ის, რომ ხელი შეეშალათ არსებული მთავრობისთვის, იმ მიმართულების განხორციელებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის წარმატების წინაპირობა იქნებოდა ყოველთვის.
ახლა, აშკარა გახდა ყველასთვის, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 900 ათას ევროს იღებს ევროსაბჭოსგან, არჩევნების საბოტაჟირებით არის დაკავებული და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალონ. როგორ შეიძლება ეს მისაღები იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, რომ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს აქვს, არასამთავრობო ორგანიზაცია ევროსაბჭოს დაფინანსებით უზღუდავს. ეს არის აბსოლუტური პარადოქსი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება ევროსაბჭოს ხელით. ყველაზე პირველმა საქართველომ გამოიტანა სააშკარაოზე და ჩვენ დავარქვით ყველა ევრობიუროკრატს თავისი სახელი და ვამხილეთ იმაში, რაც ნამდვილად აცდენილი ევროპულ ღირებულებებს“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკომისიისგან სოლიდურ თანხებს იღებდნენ. ვებ-გვერდზე მითითებულია კონკრეტული თანხაც, რომელიც ორგანიზაციებს უკვე ჩაერიცხათ ან მომავალში ჩაერიცხებათ.
ამ ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიღებული აქვს 967 ათას ევროზე მეტი. ამავე ოდენობის თანხაზე აქვს ევროკომისიას კონტრაქტი დადებული „სოციალური სამართლიანობის ცენტრთან“. ბაია პატარაიას „საფარი“ კი, კონტრაქტის მიხედვით, 900 ათას ევროს მიიღებს. ორი მილიონის ღირებულების კონტრაქტია გაფორმებული „სოროსის ფონდთან“.