გაშვილებულმა კაცმა 77 წლის შემდეგ საკუთარი ძმები იპოვა

ძმები

ავსტრალიაში მცხოვრებმა ჯეფიმ და დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ტედ ნობსმა 77-წლიანი განშორების შემდეგ ერთმანეთი იპოვეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

ტედ, ბარი და ჯონ ნობსებმა თავიანთი უმცროსი ძმა ჯეფი ბოლოს 1945 წელს ნახეს. მას შემდეგ რაც მათი დედა კიბოსგან გარდაიცვალა, მამამ 2 წლის ჯეფის გაშვილება გადაწყვიტა, რადგან მასზე სათანადოდ ზრუნვა არ შეეძლო.

რამდენიმე წელიწადში ჯეფი და მისი ახალი ოჯახი საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდნენ. მრავალი წლის განმავლობაში ძმები ერთმანეთის პოვნას ცდილობდნენ. 2014 წელს ჯეფმა გაიგო, სად ცხოვრობენ მისი ნათესავები, რის შემდეგაც ძმები ერთმანეთს ინტერნეტით ეკონტაქტებოდნენ.