Exclusive: „ერთმანეთი სექს-ფართიზე გავიცანით... ერთად ყოფნას ვაპირებთ“ - მარიამ ქინქი პირადზე

ქინქი

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილემ, მარიამ ქინქიმ რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ხელის თხოვნის კადრებია ასახული. 

„პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად რეალითი შოუს ყოფილ მონაწილეს დაუკავშირდა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი რჩეულიც და გადაწყვიტეს, რომ ჩვენს კითხვებზე ერთობლივად ეპასუხათ.

- მარიამ, ვნახეთ გუშინ გავრცელებული კადრები - ეს სერიოზული ურთიერთობაა?

- რა თქმა უნდა, სერიოზული ურთიერთობაა. ეს გადაწყვეტილებაც იმ მომენტში სერიოზული იყო, რატომაც არა. მაგრამ როგორც იცით, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვებელია. გვიყვარს ერთმანეთი და ერთად ყოფნას ვაპირებთ.

- სად და როდის გაიცანით ერთმანეთი?

- ანია, ერთი წლის წინ, საქართველოში, სექს-ფართიზე გავიცანი...

- ანია ქართველი არ არის. შენს გამო დარჩა საქართველოში?

- ანია საქართველოში ჩამოვიდა სიყვარულის გამო და ის აქ იპოვა (იცინის) 2 წელია, რაც აქ ცხოვრობს. 

- საქართველოში აპირებთ დარჩენას თუ საზღვარგარეთ გეგმავთ ცხოვრებას?

- მე და ანია სექს-ფართის ორგანიზებას ერთად ვაკეთებთ. ვაპირებთ, აქ, საქართველოში დავრჩეთ, სექს ტურიზმი განვავითაროთ და ეს თემა ერთად წინ წავწიოთ. 

- რისი თქმა გსურთ საზოგადოებისთვის?

- გეტყვით, რომ სიყვარული ყველა ფორმაში და ყველა გენდერში შესაძლებელია. ჩვენ სიყვარულის მხარეს ვართ.

 

Exclusive: არაორდინალური წყვილის ქორწილი ბათუმში - დაათვალიერეთ ფოტოები

VIDEO: ლუკა შაფაქიძის რჩევა „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობის მიღების მსურველებს