"ეს ვინააა რომ "მბაძავს"? ეჭვი მაქვს, მთელი თბილისის "მრუშობის" ამბავი მე დამბრალდება" - მარიამ ცქიფურიშვილი თედიაშვილს ეხმიანება

tediashvili

მსახიობი მარიამ ცქიფურიშვილი პაატა თედიაშვილის თამამ განაცხადს გამოეხმაურა, სადაც "პრაიმ ჰაუსის" მონაწილე თავის მრავალრიცხოვან პარტნიორებზე ჰყვება

მსახიობი, რომელმაც ჯერ ფეისბუქზე "აღიარა", რომ სიყვარულის ძიებაში ბევრი სექსუალური პარტნიორი გამოიცვალა, შემდეგ კი ტელე ეთერით, წერს:

მარიამ ცქიფურიშვილი: ეს ვინააა რომ “მბაძავს” თუთიყუშივით? :)))))))გოეთემ რომ დაწერა “ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი”, ამ ნაწარმოების მერე შეყვარებული კაცები იკლავდნენ თავს ნაწარმოების გავლენის გამო.ჰოდა, გოეთეს კი არ ვედრები, მაგრამ რაც "იმედზე" ვილაპარაკე, (სრულიად სხვა მოტივით, ვიდრე პარტნიორების სიმრავლით სიამაყეა), იმის მერე საკმაოდ ღირსეული პიროვნებები აღიარებენ პანტაპუნტით, რამდენი პარტნიორი ჰყავდათ. :)))ამათ დაუთვლიათ კიდეც.  ჰოდა, ასე ყველამ თუ აღიარა თავის პარტნიორების სიმრავლე "გმირულად", ეჭვი მაქვს, მე დამბრალდება მთელი თბილისის ”მრუშობის” ამბავი.