„ერთი წამით არ იფიქრო, რომ თავი დავზოგეთ... გვაპატიე, რომ ვერ შევძელით“ - ამერიკაში მცხოვრები ნინი წიკლაური

ნუცა

„მადლობა ყველაფრისთვის შენ! ამაყი გვატარე მთელი ემიგრაცია ეს კვირები და ისტორია დაწერე“, – ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი წიკლაური სოციალურ ქსელში წერს.

ნინი წიკლაურის თქმით, ნუცა უკვე პროექტის გამარჯვებულია და საკუთარი თავით და გამოსვლებით უნდა იამაყოს.

„მადლობა იმ ემოციებისთვის და იმ ერთიანობისთვის, რაც შენ მოგვიტანე

1 წამი არ იფიქრო, რომ თავი დავზოგეთ, რომ დაგაკელით ხმები და არ ვიბრძოლეთ შენი გამარჯვებისთვის

გვაპატიე, რომ ვერ შევძელით, აქაც ძალიან ცოტანი ვართ…

მადლობა ყველაფრისთვის შენ! ამაყი გვატარე მთელი ემიგრაცია ეს კვირები და ისეთი ისტორია დაწერე, არ ვიცი ამას ვინმე როდესმე გაიმეორებს თუ არა.

გილოცავ გამარჯვებას!

და ვულოცავ მთელს საქართველოს!

უბრალოდ ხშირად ჩართე შენი გამოსვლები და იამაყე საკუთარი თავით

ნუცამ ეს შოუ მოიგო!!! Nutsa Buzaladze

#winnernutsa #NutsaBuzaladze“, – წერს ნინი წიკლაური.