,,ძალიან ვწუხვარ..." - რას ნანობს ლუკა

ლუკა

,,პრაიმ ჰაუსში", აუტსაიდერების დასახელებისას, ლუკა შაფაქიძემ პროექტის დანარჩენ მონაწილეებს, განსაკუთრებით კი, ანრის, ვისთანაც მუდმივად კონფლიქტი აქვს, უთხრა, რომ ნანობს იმ უწმაწურ სიტყვებს, რომელიც მან ანრის მისამართით გააჟღერა.

,,მინდა, ყველასთან გავაჟღერო... კონკრეტულად, ამ ადამიანსაც მინდა ვუთხრა და ყველას ვუთხრა, რომ ძალიან ვწუხვარ, იმ საზიზღარი სიტყვების გამო, რაც მოისმინეთ, პირველ რიგში, შენ გეუბნები ამას, ანრი", - თქვა ლუკამ და არ მოწონების ნიშანიც ანრის დაუწერა.

ლუკა ამბობს, რომ ანრისთან საერთო ენა ვერაფრით გამონახა.