„ძალიან ბედნიერი ვარ...“ - მარი ნაკანი და გიორგი მამასახლისი კვლავ ერთად არიან

მარი ნაკანი და გიორგი

ცოტა ხნის წინ, ფოტოგრაფმა მარი ნაკანმა სოციალურ ქსელში გამომწერები პირადი ცხოვრების შესახებ კარგი სიახლით გაახარა. მან ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მეუღლეს შეურიგდა: 

„ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ შევრიგდით. მინდოდა ეს სიხარული თქვენთვისაც გამეზიარებინა...“-წერს ნაკანი.

ცნობისთვის, ფოტოგრაფი მარი ნაკანი რამდენიმე თვის წინ ტაბლოიდური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მარი ნაკანმა გამომწერებს, უამბო, როგორ მოულოდნელად წავიდა გიორგი მისი ცხოვრებიდან.

„მენტალური დღის სტაციონარში ვიწექი და ერთ მშვენიერ დღეს გიორგიმ აღარ მომაკითხა. წავიდა სახლიდან, წაიღო ნივთები, მერე „გაიჩითა“ სთორი რომ საბერძნეთშია, არც ვიცი, მარტოა თუ ვინმესთან ერთად, ძალიან
მეტკინა“, – ამბობდა მარი ნაკანი.

ფოტოგრაფი ამ მდგომარეობას ძალიან განიცდიდა, რის გამოც გამომწერები და გულშემატკივრები ამხნევებდნენ.