წავიდა სახლიდან, წაიღო ნივთები, მერე „გაიჩითა“ სთორი, რომ საბერძნეთშია - მარი ნაკანი

მარი ნაკანი

ფოტოგრაფები მარი ნაკანი და გიორგი მამასახლისი დაშორდნენ. ამის შესახებ მარი ნაკანი ინსტაგრამ-სთორიში საუბრობს.

„ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ მე და გიორგი ერთად ვგეგმავდით საბერძნეთში წასვლას. ბავშვობიდან მითოლოგია ძალიან მიყვარდა და ბებიასთან ერთად ვწერდი ხოლმე კონსპექტებს საბერძნეთზე. არასდროსვყოფილვარ საბერძნეთში და გიორგის უნდოდა, საჩუქარი გაეკეთებინა.

მერე ადგა და გაფრთხილებისა და ყოველგვარი საუბრის გარეშე დამშორდა, თან საბერძნეთში წავიდა ვალენტინობაზე. ძალიან მეტკინა. მენტალური დღის სტაციონარში ვიწექი და ერთ მშვენიერ დღეს გიორგიმ აღარ მომაკითხა. წავიდა სახლიდან, წაიღო ნივთები, მერე „გაიჩითა“ სთორი, რომ საბერძნეთშია, არც ვიცი, მარტოა თუ ვინმესთან ერთად, ძალიან მეტკინა“, – ამბობს მარი ნაკანი.