UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის სკანდალური განაცხადი - რას წერს უცხოური მედია
1781813312
საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც მზიანი და ცხელი დღეები, ისე ხანმოკლე წვიმა და ელჭექიც.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +30, +31 გრადუსამდე მოიმატებს. დღის მეორე ნახევარში ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
დასავლეთ საქართველოში, შედარებით ნოტიო ამინდია მოსალოდნელი. ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შესაძლებელია წვიმა, თუმცა ჰაერი კვლავ თბილი დარჩება და ტემპერატურა +26, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.
დედაქალაქში უმეტესად მზიანი და თბილი ამინდი შენარჩუნდება. დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით +20 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ხოლო ცალკეულ უბნებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.