ცნობილია, რამდენი ხნით აეკრძალა ილია თოფურიას ჩხუბი
1781788252
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღეს პროკურატურის მოწმეებს გამოკითხავენ და მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
"დღეს დაიკითხება 7 პირი. დაიკითხებიან საგამოძიებო მოქმედების მონაწილე პირები, რომლებიც პარტიების ოფისის ჩხრეკებში მონაწილეობდნენ. ასევე, დაიკითხება პარლამენტის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ პარლამენტის ფუნქციონირების შეწყვეტასთან და მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით მოგვაწვდის ინფორმაციას. გარდა ამისა, დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებიც იმყოფებოდნენ დანაშაულის ადგილზე და ფლობენ ინფორმაციას საქმეზე არსებულ ბრალდებული პირების ძალადობრივი მოწოდებებთან დაკავშირებით. ამ საქმეში არის არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ვიდეო-ჩანაწერები, საჯაროს გავრცელებული ინფორმაცია მათი მოწოდებების, ასევე, არაერთი გამომძიებლისგან მოწოდებული ინფორმაცია მათი ძალადობრივი ქმედებების შესახებ," - აღნიშნა პროკურორმა ანა ხუბეჯაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი აქვთ სხვადასხვა მუხლით, მათ შორის საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებისთვის.