დოკუმენტურმა ფილმმა მელანია ტრამპის შესახებ ამერიკულ კინოგაქირავებაში მესამე ადგილი დაიკავა

melania

დოკუმენტურმა ფილმმა „მელანია“ ამერიკულ კინოგაქირავებაში გასული უიქენდის სალარო შემოსავლების მიხედვით მესამე ადგილი დაიკავა. Box Office Mojo-ს მონაცემებით, ფილმმა 7 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ „მელანიას“ ამერიკულ გაქირავებაში უფრო მოკრძალებული შედეგები ექნებოდა. Boxoffice Pro მიიჩნევდა, რომ აშშ-ის პირველი ლედის შესახებ გადაღებული ფილმი პრემიერის უიქენდზე 5 მილიონ დოლარზე მეტს ვერ შეაგროვებდა, ხოლო CNN-ის ანალიტიკოსები გამოსასვლელ დღეებში მხოლოდ 1 მილიონი დოლარის შემოსავალს ვარაუდობდნენ.

ფილმი Amazon MGM Studios-მა გადაიღო. ის ფოკუსირებულია 2025 წლის იანვრის 20 დღეზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას წინ უძღოდა.