„დიდი დანატოვარი არ გვაქვს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი ნივთი მაქვს, ბაბუს ვერცხლის ქამარი...“ - როგორ სახლში ცხოვრობს ლიზა ბაგრატიონი

ლიზა ბაგრატიონი

ლიზა ბაგრატიონი ერთ-ერთი გამორჩეული სახეა ქართულ შოუბიზნესში. მისი შემოქმედება ბევრი ადამიანისთვის ძალიან საყვარელი და მისაღებია.

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღები ჯგუფი მასთან სახლში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ყოველდღიურობაზე ისაუბრა:

„ასაკთან ერთად სიზარმაცემ ცოტა მოიმატა და დილას ლოგინში ყოფნა მიყვარს. ვსვამ საკმაოდ ბევრ წყალს, მერე როგორც კი ვდგები პირდაპირ სამზარეულოში მივდივარ, ვისხამ ყავას და მერე აუცილებლად უნდა მოვიკითხო ჩემი ოჯახი, დედაჩემი, ჩემი და“.