დაბრუნდება თუ არა დიმი „პრაიმ ჰაუსში?“ - რას ამბობს „პრაიმ ტაიმთან“ მესამე სეზონის მონაწილე

დიმი

დღეს გახდება ცნობილი „პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე, დიმი ლიპარტელიანი დაბრუნდება თუ არა „ჰაუსის“ სახლში.

„პრაიმტაიმი“ დიმის ესაუბრა.  მან თქვა, რომ საზოგადოებას გადაწყვეტილებას მალე გააცნობს.

„დღეს მაქვს შეხვედრა ხელმძღვანელობასთან. მე და ნიკო „რუსთავი 2-ში“ მივალთ დღეს და გაგაცნობთ გადაწყვეტილებას“,- ამბობს დიმი „პრაიმტაიმთან“.

ცნობისთვის, „პრაიმ ჰაუსი“ სალომე უშხვანმა დატოვა. მაყურებლის რჩეული ლუკა გახდა.

სალომეს რეალითი შოუდან გავარდა დიმიმ მძაფრად აღიქვა და ემოციები ვერ შეიკავა.