„ჩვეულებრივი ფოტოა, პატარა ბავშვი მამას ხელში უჭირავს... ისეთი ბრალდება და ცილისწამება წამოვიდა...“ - ანრი ბიბინეიშვილი

ანრი

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების, ანრისა და ლუკას შორის ისევ მწვავე დაპირისპირებაა. თავდაპირველად კონფლიქტი ანრის მეგობრის გამო დაიწყო, როცა მან ლუკას ოჯახის ფოტო ანრის გაუგზავნა და მოკითხვაც გადასცა.

ლუკას მტკიცებით, ანრი მასზე და სხვა მონაწილეებზე ინფორმაციას აგროვებს, რომ შემდეგ თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს. რაც შეეხება ანრის, „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ეს ქმედება დასჯადია და თუ მას ამას დაუმტკიცებენ, მზადაა პასუხი აგოს.

ჩემმა ძმაკაცმა, რომელიც ლუკას მეზობელია გურიაში, ფოტო გამომიგზავნა, რომელიც მამას სოციალურ ქსელში უდევს. ჩვეულებრივი ფოტოა, ოჯახი დგას და პატარა ბავშვი მამას ხელში უჭირავს. შეგნებულად ვინახავ... მათ ფაქტი არ აქვთ, ცილს გწამებენ. თუ კი სადმე ვინმე ადგება და იტყვის, რომ ანრი ვინმეზე რამე ინფორმაციას ეძიება, მზად ვარ საპირისპირო დავამტკიცო. 

გულწრფელად ვიზიარებ იმ დიდ ტრაგედიას, რაც მას წარსულში გადახდენია, მაგრამ არავის გვაძლევს უფლებას, მხოლოდ საკუთარი ტრაგედიები გვახსოვდეს და სხვისი დედები არ გავითვალისწინოთ. იმხელა ბრალდება და ცილისწამება წამოვიდა, დამადასტურებელი ფაქტებიც არ აქვთ და არ ითვალისწინებ, რომ მასაც ჰყავს დედა და მისი მდგომარეობა არ იცი, ესე იგი, არ ფიქრობ რა შეიძლება მას დაემართოს

თუ დამადასტურებელი საბუთი არ გაქვთ, პროექტს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს კანონმდებლობით ისჯება, როცა ვინმეს შესახებ ინფორმაციას იძიებ. ცილისწამებაც ზუსტად ასეთივე დასჯადია. მე ვთხოვ ყველას, როცა ბრალს აყენებენ, ამის დამადასტურებელი საბუთიც უნდა ჰქონდეთ. თუკი ამას დაადასტურებენ, მზად ვარ, საქართველოს კანონმდებლობის წინაშე ვაგო პასუხი, პროექტის და საზოგადოების წინაშეც.“ - ამბობს ანრი ბიბინეიშვილი.