„ჩემი ღრიალი ნახევარ დიღმის მასივს ესმის... ვაიმე, რა ცუდად გავხდი...“ - რას წერს რამაზ გიგაური

ramaz gigaur

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოცქსელში სახალისო სტატუსს აქვეყნებს:

„მარიამი: მამა, წელს Tbilisi Open air რომ იქნება, ხომ დამაფინანსებ?

მე: კი მამა, რა თქმა უნდა.

ამ დროს სქროლვისას ფეისბუქი მიგდებს ამ ფესტივალის აფიშას: ლელა წურწუმია. გია სურამელაშვილი. ნინო ჩხეიძე.

ჩემი ღრიალი ნახევარ დიღმის მასივს ესმის: მარიააამ. აქ მიდიხარ მამა? მკლააავ მამა?ვაჩვენებ აფიშას.

ის იცინის: ფეიკია ეს.

მე: მართლა?! ვაიმე, რა ცუდად გავხდი. მიდი ვალერიანი დამიწვეთე 30 წვეთი.“,-წერს რამაზ გიგაური.