„ბოსტანი და ქათმები ესპანეთში...“ - ქართველი ბლოგერი ვიდეოს აქვეყნებს

გიორგი და ალბა

სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია გვერდი „გიორგი ქართველის ბლოგი“. გიორგი უკვე წლებია ესპანეთში ცხოვრობს და გამომწერებს ესპანელ მეუღლესთან, ალბასთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოებს უზიარებს.

მათი წყვილი სოციალური ქსელის მომხმარებელს ძალიან უყვარს. ამჯერად წყვილმა, ესპანეთის სოფელში გადაღებული, ქართველების ცხოვრების ამსახველი ერთი დღის ვლოგი გაგვიზიარა.

„ბოსტანი და ქათმები ესპანეთში. მეგობრებო, ეს ვიდეო არის ჩვენი ახალი წამოწყება, სადაც მინდა გაგაცნოთ ჩვენი ქართველების ცხოვრება ესპანეთში:

წარმატებული ადამიანები ან უბრალოდ ქართველები, რომლებიც ცდილობენ შექმნან თავის პატარა საქართველო ემიგრაციაში. დააკომენტარეთ, მოიწონეთ და გააზიარეთ, რომ მოგვეცეს სტიმული და პროექტმა გაამართლოს“, – წერს ქართველი ბლოგერი.