სამი შვილის დედა, რომელიც 24 წლის წინ დაიკარგა, ცოცხალი იპოვეს
1773037827
ტრანსკასპიური დერეფანი შეიძლება, იქცეს გზად არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენაც, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„დავფიქრდეთ ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი. ერთ შეხედვით, მისი მიზანია, შეამციროს მოგზაურობის დრო ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის 30-დან 15 დღემდე, მაგრამ ეს პროექტი უფრო მეტია. ეს დერეფანი დააკავშირებს წარსულში ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს სამხრეთ კავკასიაში და ასევე მათ დააკავშირებს ევროპასთან. ისე, როგორც ქვანახშირმა და რკინამ გააერთიანა ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ ახალ დერეფანს შეუძლია, ვაჭრობა და თანამშრომლობა ნორმად აქციოს პრობლემურ რეგიონში და იქცეს გზად არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენ. ჩემი მოსაზრება მარტივია, ამ რეგიონში, ისევე როგორც აფრიკასა, თუ ახლო აღმოსავლეთში, ჩვენი ინვესტიციები ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ბერკეტი და წარმომადგენლობა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.