რუსთავში 19 წლის გოგო მოიტაცეს და გააუპატიურეს — დაკავებულია სამი პირი
1770132891
ამერიკელმა ერიკა ტალიმ თავის ცხენს ხატვა ასწავლა. ამის შესახებ ჟურნალი People წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ერიკამ ცხენი სახელად ბლიუ 3 წლის წინ გადაარჩინა. ცხოველი მაშინ 21 წლის იყო. ქალმა შეამჩნია, რომ ბლიუს ძალიან უყვარდა პირით სხვადასხვა საგნის აღება.
„ცხენები ჩვეულებრივ არ იკბინებიან, მაგრამ ასე იღებენ ხოლმე სხვადასხვა საგანს. მაგალითად, თუ გვერდით ცოცხით ჩაუვლით, ბლიუ აუცილებლად შეეცდება მის აღებას“, - განმარტავს ქალი.
ერიკა მხატვარია, ამიტომ გადაწყვიტა გაერკვია იზიარებს თუ არა ბლიუ მის გატაცებებს. ქალმა ფუნჯს სტაფილო მიამაგრა და ცხენის წინ ტილო და საღებავები დააწყო. მისი თქმით, ცხენმა იცოდა რასაც აკეთებდა - ფუნჯი აიღო და ტილოზე ხატვა დაიწყო. პერიოდულად ერიკა სტაფილოს ნაწილს ტეხდა, რომ ცხენს წაესუსნა, თვითონ კი ამ დროს საღებავის ფერს ცვლიდა.