1733256870
3 რამ, რაც პოვნის შემთხვევაში, სახლში არასდროს უნდა მიიტანოთ
3 რამ, რაც პოვნის შემთხვევაში, სახლში არასდროს უნდა მიიტანოთ:
პირველი, ესაა ნაპოვნი ფული: არ აქვს მნიშვნელობა რა კუპიურა იქნება, ამით მპოვნელი სხვის ფინანსურ ენერგიას იღებს და შესაძლოა, დააზიანოს საკუთარი.
ამასთან, ფული ხშირად გამოიყენება რიტუალებში და ამიტომ, სადღაც, გზაჯვარედინზე, ხესთან ნაპოვნი და დაყრილი ხურდა, არაა სასურველი აიღოთ და წაიღოთ.
მეორე - ნაპოვნი აქსესუარები და სამკაულები - ცნობილი ფაქტია, რომ სამკაულები თავისი მატარებლის ენერგიას იღებს და სხვისი ენერგიები საკუთარ აურაში არ უნდა შემოუშვათ. ამით შესაძლოა, სხვისი კარმა საკუთარ თავზე აიღოთ.
მესამე - სათამაშოები. განსაკუთრებით მაშინ, როცა ის გამოიყურება, როგორც ხელნაკეთი ნივთი. ხელნაკეთ ნივთებში ძალიან დიდი ენერგია იდება და მსგავსი რამ რიტუალებში გამოიყენება.