„28 სექტემბერია… ამ დღით დავიწყებთ… 38 წელი ჩვენ ორის „ერთად“ ცხოვრების ისტორია…“ – ნათია ბანძელაძე გიორგი გოგიჩაშვილს იხსენებს

გოგიჩა

ნათია ბანძელაძე გიორგი გოგიჩაშვილის შესახებ სოციალური ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 28 სექტემბერს მათ ერთად ცხოვრება დაიწყეს. 

„დღეს 28 სექტემბერია. 38 წელი ჩვენ ორის „ერთად“ ქცეული დიდი ისტორია... 1988 წელი, 28 სექტემბერი... არცერთმა არ ვიცოდით რა გამოვიდოდა, მე 18 -ის, შენ 20-ის, ახლა წარმოუდგენელიც კი მგონია... არადა რამდენი შევძელით ერთმანეთისთვის... მე ახლაც ვითვლი, რადგან არსად გამიშვიხარ, არც შენ და ამას იმდენჯერ მაგრძნობინებ ხოლმე ჩემს გარშემო არსაიდან გაჩენილი კეთილი ადამიანებით, რამდენი შეგიძლია, მაოცებ გიო!

რამდენია 38 წელი... უამრავი ერთად გათენებული დილა, სიცილი, გამარჯვებები, ჩვენი ადამიანები, სახლი, შვილები, შვილიშვილები... დიახ, მე ისევ ასე ვითვლი „ერთად“ ქცეულ ისტორიას... ათასობით პატარა და დიდი მოგონება, რომელსაც ეს წლები იტევს. იმ 28 სექტემბერს არც ერთმა არ ვიცოდით, სადამდე მიგვიყვანდა ეს ერთი პატარა დასაწყისი… არცერთს არ დაგვიშვია, რომ ეს ბრძოლა გვექნებოდა გადასატანი, რომ არსაიდან მოსული, უსულო ბოროტება გამოგვგლეჯდა ერთმანეთს ასე... მაგრამ მე მაინც ვითვლი, გეფერები, მეცინება კიდეც ჩვენს სისულელებზე, მაგრამ ყველაზე ფერად და ბედნიერზე... იცი მე და შენი ენა, მე აივიმ და ავამ ვიცით...ვიცი, ვიცი, რომ იცი და გესმის...მიყვარხარ სადაც არ უნდა იყო... ხომ გახსოვს, არასდროს დამირეკავს და არც არასდროს მიკითხავს „სად ხარ“, არც ახლა გეკითხები, რადგან აქ ხარ გულში და არა მარტო ჩემში... 28 სექტემბერია, ამ დღით დავიწყეთ... მადლობა ყველაფრისთვის“, - წერს ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში.

✕