რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა, კერძოდ, უკრაინის მიერ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ზოგიერთი ვალდებულების შესრულების დაგვიანების გამო. ამის შესახებ უკრაინის რემიერ-მინისტრმა, სერგეი კორეცკიმ განაცხადა.
„ასეთ პირობებში ჩვენ ვაგრძელებთ მკაცრი ანტიკრიზისული ზომების მიღებას, რათა უზრუნველვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი - თავდაცვის საჭიროებები და ჩვენი ხალხი. დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ხარჯების პრიორიტეტულობას. პირველ რიგში ვაფინანსებთ: თავდაცვას, პენსიებსა და სოციალურ განაცემებს, ასევე მასწავლებლების, ექიმებისა და საბიუჯეტო სფეროს სხვა თანამშრომელთა ხელფასებს“, - აღნიშნა პრემიერმა.
არაპირველხარისხოვანი ხარჯები, მისი თქმით, გადაიდება. ეს ეხება ახალი მშენებლობის პროექტებს, რეკონსტრუქციებსა და კაპიტალურ რემონტებს, რომლებიც არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ასევე კეთილმოწყობის ობიექტებს, როგორებიცაა პარკები, სკვერები, შადრევნები ან ქვაფენილის ხელახლა დაგება.
„ჩვენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ, მაგრამ ახლა ყველა რესურსი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებებისკენ უნდა იყოს მიმართული. დროა, ბოლოს და ბოლოს, შევწყვიტოთ თანხების ხარჯვა არაპრიორიტეტულ რამეებზე“, - ხაზგასმით აღნიშნა მთავრობის ხელმძღვანელმა
1 თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1790710427
30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1790709640