2025 წლის ტოპ მოდელის ნომინანტად მატილდა გვარლიანი დასახელდა - ხმის მიცემის დეტალები

მატილდა გვარლიანი

Models.com-ის პლატფორმაზე 2025 წლის შემაჯამებელი გამოკითხვა დაიწყო.

წლის ქალი ტოპ მოდელის კატეგორიაში, ერთ-ერთი ნომინანტია მატილდა გვარლიანი, ხოლო წლის კონტენტ კრეატორის კატეგორიაში - ბექა გვიშიანი  

Models.com თითოეულ კატეგორიაში გამოავლენს 2 გამარჯვებულს, ერთს, რომელსაც მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები აირჩევენ ხმათა უმრავლესობით და მეორეს - გამომწერები ხმათა უმრავლესობით.

ხმის მისაცემად შეგიძლიათ გადახვიდეთ Models.com -ზე.