1750017082
ზაურ დვალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვ

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო ზაურ დვალაშვილმა (81 კგ) – ქართველმა შვეიცარიელი ორელინ ბონფერონასი იუკოთი დაამარცხა.
ამავე წონაში მსოფლიოს ზედიზედ სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი მეორე წრის შეხვედრას მოგვიანებით ჩაატარებს.
ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ტურნირზე ჩატარებული ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.