1750017082
„აფეთქების და ნგრევის ხმა გაიგეს… რაკეტა მეზობელ კორპუსს დაეცა...“ - „მეჩანთე“ მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე დავით შეროზია, იგივე „მეჩანთე“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ინფლუენსერის და, თეა შეროზია, რომელიც უკვე წლებია ისრაელში ცხოვრობს, სასწაულებრივად გადაურჩა ქალაქ ბათ-იამში ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს.
როგორც დავით შეროზია წერს, ირანის მიერ ნასროლი რაკეტა, მისი ემიგრანტი დის საცხოვრებელი ბინის მეზობელ კორპუსს დაეცა და დაანგრია.
„რადგან ამდენი კითხვაა ცალ-ცალკე რომ არა ერთად მოგიყვებით... თეა და ანკა კარგად არიან... ცუგა "რიკიც გადარჩა და ჩიტიც(სახელი არ ვიცი).
დილას, მძინარეს, მეგობრის ხმა ჩამესმა, რომელიც ტელეფონში საუბრობდა (ეკას უყვებოდა) გუშინ "ბათიამი" დაიბომბა, თქვენები როგორ არიანო...
როგორ ჩავრთე ტელეფონი არ ვიცი, დედაჩემის 100-ზე მეტი გამოტოვებული ზარის ნოთიფიკაციები აჭრელდა ტელეფონი... სანამ კავშირზე გავედი, არ ვიცი, რა განვიცადე...
წუხელ უკვე დაძინებას აპირებდნენ, sms მიუვიდათ, თქვენს კორპუს რაკეტა უახლოვდებაო...
წამოხტნენ "პიჟამოებით" და ის იყო სამალავში ჩავიდნენ, რომ აფეთქების და ნგრევის ხმა გაიგეს... რასაც ბიძგები მოჰყვა... სამალავში მტვერი შემოიყარა... რაკეტა მეზობელ კორპუს დაეცა, რომელიც შუაზე გაიხლიჩა და ინერციით ჩემების კორპუსიც ჩამოშალა... ის ნაწილი, სადაც გოგოების საძინებლები იყო...
მიუხედავად იმისა, რომ ბეწვზე გადარჩნენ, მთელი ღამე ქუჩაში გაატარეს და ამდენი წლის ნაშრომ ნაწვალები ნივთები, ავეჯი, ტექნიკა, ნანგრევებმა ჩაიტანა.
ჩემი "რკინის ემიგრანტი" დაიკო მაინც ამბობს, არაფრის მეშინიაო... დაინგრაო, კიდევ ვიშრომებ, კიდევ ვიწვალებ და თავიდან შევქმნინო... მთავარია, ცოცხლები გადავრჩითო.. ისეთ "დუხზეა" არ ვიცი...
რა მაქვს სატირელი, ღმერთის მადლით ცოცხლები ვართო...
თქვენ არაფერზე არ იდარდოთო, აქეთ გვაწყნარებს მე და ჩემ მშობლებს... ვაჟკაცსა გული რკინისაო, ამ გოგოზეა ნათქვამი, იმიტომ კი არა, რომ, ჩემი დაა, უბრალოდ, ეგეთია...
მე აქ ხელფეხშეკრული, ვერაფერს ვერ ვშველი, ბოღმისგან და სიბრაზისგან ლამის არის გავსკდე... უსუსურობისგან სიმწრის ცრემლებს ვყლაპავ... რას ვეტაკო არ ვიცი და ის კიდე მე მაწყნარებს... იცინის და ცდილობს რამე ისეთი მითხრას, რომ გამაღიმოს. ძალიან მიყვარხარ“,- წერს დავით შეროზია.